იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.6%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.6 %-ით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 016.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.3 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7 186.3 მლნ. აშშ დოლარი (15.9%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 4 169.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9% შეადგინა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი