იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, ყველა „გირჩში“ რჩება, თუმცა შიდა სიტუაციაზე და ზოგადად, ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ

ავტორი: ნანა წულაია

„მე და ზურა ჯაფარიძე თანამოაზრეები ვართ“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარტიაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, პარტიაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

„გირჩის“ შიდა სიტუაციაზე და ზოგადად, ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ ტელევიზიებთან. ჩემი აზრით, ყველა „გირჩში“ რჩება. ასე არ წყდება საკითხი. ამ ფორმატით არ ვისაუბრებ შიდა საკითხებზე. ჩემთვის ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ ტელევიზიებში ვილაპარაკო. ჩვენ „გირჩის“ შიდა ჯგუფებში დავიწყებთ ამაზე საუბარს და ვილაპარაკებთ, მათ შორის იმ კონფლიქტზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მან აღნიშნა, რომ კონფლიქტი პარლამენტში შესვლის საკითხს არ უკავშირდება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა, პასუხად კი, მიიღო რჩევა, „დაოკებულიყო“. ამასთან ჯაფარიძემ საკუთარ მხარდამჭერებს შესთავაზა, გამოკითხვის საშუალებით მათ გადაწყვიტონ, ვის დარჩება სახელი „გირჩი“ და პარტიის ფეისბუქის გვერდი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი