იაგო ხვიჩია – როდესაც პარლამენტში გაქვს ბოიკოტი და საკრებულოში “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობ არასერიოზულია, ამ იდეას ჭკუა არ მოეკითხება

იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ოპოზიცია ბოიკოტის გაგრძელებას აპირებს, მაშინ მონაწილეობა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც არ უნდა მიიღონ. “გირჩის” წევრმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ნებისმიერი არჩევნები მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიისთვის. თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყველაში უნდა მიიღო მონაწილეობა.რაც შეეხება ამ ადგილობრივ არჩევნებს, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბოიკოტის რეჟიმშია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია და როდესაც პარლამენტში გაქვს ბოიკოტი გამოცხადებული, ზესტაფონის საკრებულოში ვითანამშრომლებთ „ქართულად ოცნებასთან“ არის არასერიოზული.

ჩვენ მოთხოვნა ოპოზიციასთან სულ ეს იყო, რომ თუ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ჩვენ ვართ ძალიან მკაცრი ბოიკოტის მომხრე, ფულის არ აღები,  საბიუჯეტო დაფინანსების, ხელფასის არ აღების, არც ერთ არჩევნებში არ მონაწილეობის სახით, მათ შორის არც ადგილობრივ არჩევნებში. უფრო მეტიც, თუ გყავს რომელიმე საკრებულოში შენი წარმომადგენელი და პარლამენტში ბოიკოტს აცხადებ, ეს წარმომადგენელი უნდა გამოითხოვო საკრებულოდან, ისე რა შინაარსი აქვს, ეს ხომ სისულელეა. ჩვენ არ გვინდა, სისულელეში მონაწილეობა, ამიტომ ველოდებით, როგორ დამთავრდება ეს პროცესი პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით. თუ ბოიკოტი გრძელდება, მაშინ ჩვენ ოპოზიციასაც მოვუწოდებთ, რომ ნუ მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში, რადგან აბსურდია, პარლამენტში არ ხარ და ხარ რომელიმე საკრებულოში, ამ იდეას ჭკუა არ მოეკითხება. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და სხვები თუ მიიღებენ, შევეცდებით, ეს სხვებიც დავაბულინგოთ, რა წესია, პარლამენტში არ შედიხარ და საკრებულოში თანამშრომლობ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი