“თქვენ, ჩვენ დაგიბრუნეთ “რუსთავი 2”- წულუკიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“თქვენ, ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, “რუსთავი 2″ ეკუთვნოდა ქართველ ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს” – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ახლა უკვე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა რუსთავი2- ის ეთერში განაცხადა.

თეა წულუკიანი წამყვანების შეკითხვაზე გაღიზიანდა, მას შემდეგ რაც ჰკითხეს, სწორი იყო თუ არა დეპუტატის მხრიდან  ნიკა გვარამიას ოჯახის მიმართ გაკეთებული განცხადებები.

“იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს [“რუსთავი 2″-ის კანონერი მესაკუთრისთვის დაბრუნებაში] და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის სადარაჯოზე” – ასე უპასუხა წულუკიანმა კრიტიკულ შეკითხვას.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა არც ის დამალა, რომ მისმა უწყებამ “ბევრი იშრომა” იმისთვის, რომ “რუსთავი-2” კანონიერ მესაკუთრეს დაბრუნებოდა. წამყვანის ნათქვამზე, რომ “რუსთავი 2” ამჟამინდელ მფლობელს ევროსასამართლომ დაუბრუნა, წულუკიანმა უპასუხა:

“უი, რას ამბობთ, არ გვინდა თავიდან ჩხუბი. ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. “ქართულ ოცნებასა” და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინათ და კანონიერება აღდგა თავისით ამ საქმეზე”.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი