“თუ პაციენტების ნაკადს სწორად ვმართავთ, საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ პაციენტებმა კომფორტულ პირობებში გაიარონ ინფიცირების პერიოდი” – ეკატერინე ტიკარაძე

ავტორი: სალომე კახეთელიძე

პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად საწოლფონდისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ ისაუბრა.

„დღეს ჩვენ კლინიკების ხელმძღვანელებთან გვქონდა შეხვედრა, გამომდინარე იქედან, რომ მნიშვნელოვანია არსებული საწოლფონდის სწორი მართვა იმისათვი, რომ ყველა მოქალაქეს ვისაც ექიმის გადაწყვეტილებით ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა შეუფერხებლად მოახერხონ. ჩვენ კარვების სანაცვლოდ გამოყოფილი გვაქვს არაერთი დამატებითი სივრცე, რომელებიც ამ ეტაპისთვის მზადდება. ისინი ჯერჯერობით  სავადმყოფოების და სასტუმროების ბაზაზეა. თუ ჩვენ ყველა პროტოკოლის დაცვით პაციენტების ნაკადს სწორად ვმართავთ საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ პაციენტებმა კომფორტულ პირობებში გაიარონ ინფიცირების პერიოდი“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარძემ.

ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ტიკარაძის აზრით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა და აქციებმა გამოიწვია. ის იზიარებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აზრს  და ფიქრობს, რომ მიზნობრივი  შეზღუდვების დაწესება მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირებულთა რაოდენობას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი