“თუ მოქალაქეები სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, უახლოეს კვირებში დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება 2000-მდე გაიზარდოს” – ენტონი ფაუჩი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

აშშ–ის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მადლიერების დღესთან დაკავშირებული რისკები, რომელიც შეიძლება მოქალაქეების მოგზაურობას მოჰყვეს, კარგად შეაფასონ.

“მინდა მოგცეთ რეკომენდაცია, რომ ოჯახებმა უნდა შეაფასოთ რისკები.  თუკი ოჯახში მოხუცი მყავს, ან ვინმეს თანმხლები დაავადება აქვს, მინდა კი ეს ადამიანი რისკის ქვეშ დავაყენო და ვინმეს დაუდევრობის გამო დაინფიცირდეს?  დანამდვილებით ვიცით, რომ ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, ინფექციის გადამტანები არიან“- განაცხადა ფაუჩიმ CBS-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მოქალაქეებს კარგად უნდა ესმოდეთ სიტუაციის სიმძმე და გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია.

„რიცხვები გვეუბნება, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ ყველა დონეზე. იმედი მაქვს, ადამიანები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და ზომებს ეწინააღმდეგებიან, გაითვალისწინებენ ფაქტებს, რომლებიც თვალწინ გვაქვს” – განაცხადა ენტონი ფაუჩმიმ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი