„თუ კრიზისის შეჩერება ვერ მოხერხდება, ახალ წელს საქართველოს პარლამენტი არ ეყოლება“- მამუკა ტუსკაძე

ავტორი: neopress.ge

„არავინ ამბობს,  რა მოხდება მაშინ, თუ პარლამენტის სიითი შემადგენლობა გახდება 2/3-ზე ნაკლები ანუ იქნება 99 ან ნაკლებწევრიანი. ამ დროს პარლამენტის უფლებამოსილება ხდება არალეგიტიმური“ –  „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ტუსკაძე არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და მოვლენების სავარაუდო განვითარებას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით,  თუ კრიზისის შეჩერება ვერ მოხერხდება, ახალ წელს საქართველო პარლამენტის გარეშე დარჩება.

„საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი შეიცავს შემდეგ წინადადებას: პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, ასევე ვიცით, რა ხდება 150 დან 100 მდე  უფლებაცნობილი პარლამენტარის  უფლებაშეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ არაფერია კონკრეტულად ნათქვამი, რა ხდება მაშინ, თუ პარლამენტის სიითი შემადგენლობა თავად გახდება 2/3-ზე ნაკლები ანუ 99 ან ნაკლებწევრიანი… აი, რა ხდება ამ დროს: არ აქვს მნიშვნელობა, პოზიციაა თუ ოპოზიცია, იმ 99 მანდატიდან ნაკლები ან მეტი მანდატის ჯამის მფლობელი პარლამენტის უფლებამოსილება ხდება არალეგიტიმური, ეს უკვე ისეთი კრიზისია, რომ აუცილებელი ხდება  რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, რომლის უფლებამოსილება პრეზიდენტს გააჩნია… თუ ვერ მოხერხდა კრიზისის შეჩერება, ასეთი მოცემულობა შეიძლება დადგეს არაუგვიანეს 28 დეკემბრისა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ახალ წელს საქართველოს პარლამენტი არ ეყოლება.“- წერს მამუკა ტუსკაძე სოციალურ ქსელში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი