“თუ ბა­ტონ­მა ცერ­ცვა­ძემ გა­და­ის­ხა “რემდესივირი” და გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ და იქ­ნებ ისიც გა­მო­ჯან­მრთლე­ბუ­ლი­ყო?”

თუ ბა­ტონ­მა თენგიზ ცერ­ცვა­ძემ გა­და­ის­ხა “რემდესივირი” და გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ და იქ­ნებ ისიც გა­მო­ჯან­მრთლე­ბუ­ლი­ყო?”, – ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგონას მამამ განაცხადა. ამებები.ჯი-სთან ინტერვიუში რატი თორდია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ხელს არავის ადებს, თუმცა ფიქრობს, მისი გოგონა უყურადღებობის მსხვერპლია გახდა.

19 წლის თეკლა თორდიას მამის თქმით, ოჯახში ყველა ინფიცირებული იყო, თუმცა გოგონას მდგომარეობას მეექვსე დღეს დამძიმდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვეს. ინფიცირებული ჯერ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კლინიკაში. მას თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა.

“კოვიდსასტუმროში იგივე სი­ტუ­ა­ცია, რაც არის სახ­ლში. არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ არის შექ­მნი­ლი პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბის­თვის. ექი­მი კი ჰყავთ, მაგ­რამ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. პირ­ველ დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. მო­ვიდ­ნენ მი­ა­წო­დეს ჟანგბა­დი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და და წა­ვიდ­ნენ. ვთხო­ვეთ, კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, თან მკურ­ნა­ლი ექი­მიც ამ­ბობ­და, რომ სა­ჭი­რო იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბა, მაგ­რამ არ არის ად­გი­ლე­ბიო და წა­ვიდ­ნენ.

რომ ვხე­დავ­დით მძიმ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, კო­ვიდ-სა­ტუმ­როს ექიმს ვთხო­ვეთ, “რემ­დე­სი­ვი­რი” ჩა­ერ­თოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ გვაქ­ვსო არ უთ­ქვმთ, მაგ­რამ აგ­ვიხ­სნეს, რომ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს და ვერ გა­რის­კავ­დნენ. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ხომ ყო­ფი­ლა ეს „რემ­დი­სი­ვი­რი“ ეფექ­ტუ­რი. თუ ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­და­ის­ხა და გა­მო­ჯან­მრთელ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ და იქ­ნებ ისიც გა­მო­ჯან­მრთლე­ბუ­ლი­ყო?! სა­მა­გიე­როდ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, შა­ქარს მაღ­ლა წევს და არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

ვიხ­ვე­წე­ბო­დით კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და არა­ვინ ჩან­და, თან ეს ბავ­ში სულ უფრო მძიმ­დე­ბო­და, სა­უ­ბარს შე­ეს­წრო “გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის“ ექი­მი , ძა­ლი­ან შე­წუხ­და და მან უზ­რუნ­ველ­ყო ბავ­შვის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე გვე­უბ­ნე­ოდ­ნენ, ნაც­ნო­ბი არა­ვინ გყავ­თო? შე­ვარ­დნა­ძის დრო გა­მახ­სენ­და… სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. უეც­რად დამ­ძიმ­და და აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს. თა­ვი­დან­ვე შეგ­ვამ­ზა­დეს, გვი­თხრეს მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ორი სა­ა­თი ვუ­კე­თებ­დით ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას, მაგ­რამ შე­დე­გი არა­ფე­რი­აო. 5 დღე იყო აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში და­უ­წი­ეს შა­ქა­რი, პე­რი­ო­დუ­ლად ტემ­პე­რა­ტუ­რაც, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. რო­გორც გვი­თხრეს, სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გახ­და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია”, – განაცხადა რატი თორდიამ

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი