”თუ არ მინდა, კობახიძე ვერ გამხდის მე პარლამენტარს”– ზურაბ ჯაფარიძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„სახელმწიფომ რომ მითხრას გინდა თუ არა შენ უნდა იყო მაღაროელი, ხომ ვერ გავხდები მაღაროელი, თუ მე არ მინდა მაღაროელი რომ ვიყო? პარლამენტის წევრობაც არის ასეთივე რაღაც, კონკრეტული საქმიანობა, პროფესია.” – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას ”გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი და ბოიკოტი ქვეყნისთვის კარგი არ არის, მაგრამ კრიზისის შექმნის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და არა ოპოზიციას.

”არაფერი კარგი ბოიკოტში არაა, არც იმაში, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. უბრალოდ, ამ ყველაფერზე პირველ რიგში, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და არა ოპოზიციური პარტიები“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ ”პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან ოპოზიციის გასვლას,” ეს განცხადება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეაფასეს, როგორც ”არაკონსტიტუციური.”

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი