თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი დანიშნულების ადგილს საქართველოს გავლით მიაღწევს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მატარებელი თურქეთს 8 დეკემბერს დატოვებს და ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით ჩავა. იგი საქართველოს ტერიტორიაზე 220 კილომეტრს გაივლის და ახალქალაქში გაჩერდება.
საექსპორტო მატარებელი თურქეთიდან ჩინეთში ჩასვლას 12 დღეს მოანდომებს და 8 693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს.