თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ  თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამმა განაცხადა.

მისი ცნობით, ვირუსი გაერთიანებული სამეფოდან თურქეთში შესულ 25 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა.

მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფოდან თურქეთში მგზავრების შესვლა დროებით შეწყდა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი