თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ავტორი: ნანა წულაია

თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩქას რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა მძღოლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

სატვირთო ავტომობილი საქართველოში ისკენდერუნის რაიონიდან ბრუნდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი