თურქეთის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის ერთ-ერთ კერძო საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულები მკურნალობდნენ.- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა.

ცნობისთვის, საავამდყოფოში ხანძარი სასუნთქი აპარატის აფეთქებამ გამოიწვია. 11 პაციენტი, რომლებიც ამ განყოფილებაში მკურნალობდნენ, სხვა საავამდყოფოშია გადაყვანილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი