თურქეთის ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტის მიზეზი განმარტა

ავტორი: კახი კახეთელიძე

დღეს, ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი. თავიდან ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, როგორც წარმოაჩინა პრესამ, – ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოფნისას განაცხადა, სადაც მისი ვიზიტი უკავშირდებოდა ოკუპირებული აფხაზეთის მედიის მიერ 22 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თურქეთის უმსხვილესმა ბანკებმა აფხაზური ნაციონალური საგადასახადო ბარათის, „აპრა ვორლდის“ მომსახურება დაიწყეს და საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თურქეთის „იშბანკის“ და „ზირაათ ბანკის“ ტერმინალური ქსელში ავტორიზაცია წარმატებით განხორციელდა“.

„ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა. ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია, ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს“, – განაცხადა ელჩმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი