“თუკი საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები არ აიცრება, პანდემია კვლავ გაგრძელდება”

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, თუკი კორონავირუსის ვაქცინით მოქალაქეთა საკმარისი რაოდენობა არ აიცრება, პანდემია კვლავ გაგრძელდება. ფრენსის კოლინსმა აღნიშნა, რომ ვირუსის გასაქრობად საჭიროა საჭიროა საზოგადოების 70-80% პროცენტი მის მიმართ იმუნური იყოს.

„ვფიქრობთ, დაახლოებით ივნისისთვის 330 მილიონი ამერიკელისგან თითქმის ყველას აცრას მოვახერხებთ, ვინც ამით დაინტერესებული იქნება, მაგრამ თუ ვაქცინაციას მხოლოდ მათი ნახევარი ჩაიტარებს, პანდემია შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდეს,“- განაცხადა კოლინსმა.

აშშ-ში ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის, მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 14 დეკემბერს იწყება. პირველად მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები აიცრებიან.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი