“თუკი რომელიმე კლინიკა პაციენტს მიღებაზე უარს ეუბნება, მან უნდა დარეკოს 1505-ზე” – ტიკარაძე

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“არავის აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ, თუკი რომელიმე კლინიკა პაციენტს მიღებაზე უარს ეუბნება, მან უნდა დარეკოს 1505-ზე” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”–ის გადაცემა, “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს მხრიდან დაუყონებლივ მოხდება რეაგირება.

“პაციენტს აქვს უფლება დარეკოს 1505-ზე, ეს ზარი იწერება და, შესაბამისად, მოხდება დროული რეაგირება, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად უზრუნველვყოფთ ყველა პაციენტის უსაფრთხოებას და მის განთავსებას საჭირო ლოკაციაზე. არავის არ აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ირაკლი იმნაიშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი