ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე  ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 28% ევროპაში დაფიქსირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი– 26%.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში დღეს კორონავირუსის შემთხვევებმა 58 მილიონს გადააჭარბა, აქედან 15 მილიონი ევროპაზე მოდის.

საქართველო კი კოვიდ-19-ის საერთო შემთხვევების რიცხვით, უკვე უსწრებს ჩინეთს სადაც 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს; აზერბაიჯანს , რომელშიც მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონია და 10.7 მილიონიან საბერზნეთსაც.