“თვითერმა” დონალდ ტრამპის ანგარიში დროებით დაბლოკა

თვითერმა” და “ფეისბუქმა” დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა,-ამის შესახებ ინფორმაცის Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამის მიზეზი პრეზიდენტის მიერ უსაფუძვლო განცხადებები გახდა. ტრამპმა დაწერა, რომ კაპიტოლიუმის შენობასთან მომხდარი არეულობა “ბუნებრივი რეაქციის” შედეგი იყო. ასევე განაცხდა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კონსტიტუცია ვერ დაიცვა.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ “თვითერმა” ტრამპის ანგარიშები 12 საათით დაბლოკა.

“მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის 3 განცხადების წაშლა. თუ აღნიშნული “თვითები” არ წაიშლება, დონალდ ტრამპის ანგარიშები 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება”-აღნიშნავს “თვითერის” ადმინისტრაცია.

“ფეისბუქმა” დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათის განმავლობაში დაბლოკა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი