თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ავტორი: ნანა წულაია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბერიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა არ შეცვლილა, აქვს ორმხრივი პნევმონია და დღის მეორე ნახევარში ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი.

მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძე ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი