თენგიზ ცერცვაძე: „საქართველო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს”

ავტორი: ნანა წულაია

„საქართველომ ბრიტანული წარმოების ვაქცინა მიიღოს, რადგან მისი შენახვის წესები უფრო მარტივია” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს.

„ჩვენ არ ვიცით ჯერ დიდი ბრიტანეთის ვაქცინას მოგვაწვდიან, თუ ამერიკის, ან „ფაიზერის“, ან „მოდერნას“. ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ასე ინდივიდუალურად ვერ წყდება. შექმნილია ამ ვაქცინის განაწილების და გამოყენების პლატფორმა. საქართველო ამ პლატფორმის წევრია, განაცხადი დროულად, ერთ-ერთმა პირველმა შეიტანა და ოთხი მილიონი დოლარი გადარიცხა უკვე ავანსის სახით. როდესაც ეს ვაქცინა რეალურად ჩაეშვება ხმარებაში, მაშინ გადაწყდება, რომელ ქვეყანას რომელი წარმოების ვაქცინა მიეწოდება.

შესაძლოა, ჩვენთვის ეს იყოს ბრიტანული წარმოების, რადგან მისი შენახვის წესები უფრო იოლია. ის ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახება, მაშინ როდესაც „ფაიზერის“ ვაქცინა ინახება მინუს 70 გრადუსზე, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ბევრი რამე იქნება გათვალისწინებული გადანაწილების დროს, თუნდაც ის, აქვს თუ არა ქვეყანას მინუს 70 გრადუსზე შენახვის საშუალება, აგრეთვე ტერიტორიული პრინციპი და სხვ. ერთ რამეზე გვაქვს მყარი შეპირება მიღებული, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს. გაზაფხულზე ვვარაუდობ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი