თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების ერთის მეტი შემთხვევა ჯერ დადასტურებული არ არის

ავტორი: ნანა წულაია

ახალ შტამზე ყველა პაციენტს ვერავინ გავსინჯავთ, რადგან რთული მეთოდია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შტამი საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს დადასტურებული.

„ახალი შტამი ქვეყანაში ჯერ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, სხვა არ ვიცით, მიმდინარეობს საკონტროლო კვლევები. ახალ შტამზე ყველა პაციენტს ვერავინ გავსინჯავთ, რადგან რთული მეთოდია. მსოფლიოში სინჯავენ ამორჩევით, ან ვისაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ჩვენთან ჯერჯერობით ერთის მეტი არ დადასტურებულა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი