თენგიზ ცერცვაძე – საბედნიეროდ, კორონავირუსის პიკმა გადაიარა

ავტორი: ნანა წულაია

„ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველ არხს“ განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის პიკმა გადაიარა

„აქტიური ინფექციის 30 000 შემთხვევა იყო ყოველდღე. ჯანდაცვის სექტორმა სერიოზულ ზეგადატვირთვას გაუძლო. მართალია, იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები, საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა. ჩვენთან ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა. თუ იყო 5 000-მდე დღეში, ახლა სადღაც 1 000-დან 2 000-მდეა. იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. ჯერჯერობით, ამ შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე და არ ფიქსირდება ასეთი ზრდა” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერვაძემ აღნიშნა, რომ როცა შეზღუდვები მოიხსნება, რეგულაციები აუცილებლად უნდა დარჩეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი