თენგიზ ცერცვაძე – რეგულაციების მოხსნით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს კვლავ გაზრდის. ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ემხრობა, თუმცა დარჩენილ შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრება სურს.

„ცხადია, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის რისკს. მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის, ძნელია არჩევა. პირადად ჩემი, ექსპერტის აზრი ასეთია- ყველაფრის გათვალისწინებით, მე მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს ნაწილობრივ, ოღონდ პარალელურად, გავამკაცრებდი დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლს. შეზღუდვებმა იმოქმედეს და ინფექციის გადაცემა შემცირდა, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. მთლად ასე ცოტა არ არის. რეალურად, ნაწილობრივ ეს იმის გამოა, რომ კვირა იყო და მხოლოდ 5 ათასი ტესტი გაკეთდა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი