თენგიზ ცერცვაძე – მოხიბლული ვიყავი მთელი ამ პანდემიის მანძილზე პრემიერის და უშუალოდ მისი გუნდის მუშაობით

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის მოხიბლული იყო პანდემიის პერიოდში გიორგი გახარიასა და მისი მთელი გუნდის მუშაობით. „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს იმ ოპონენტების გაღიზიანებას იწვევს, რომელსაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა.

თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში ეკატერინე ტიკარაძეზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მას ჯანდაცვის სამინისტროში მძიმე მდგომარეობა დახვდა.

„იცით, რამხელა საქმეს უმკლავდება ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი, რომლის მიმართაც მთავარი ვექტორი იყო მიმართული? გარდა იმისა, რომ მთლიანად ამ კოვიდის სიტუაციას წარმატებით მართავს, მას ჯანდაცვაში ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა. სისტემური ცვლილებებია გასაკეთებელი არა კოვიდში, არამედ სხვა დარგებში. იგივე, ვთქვათ, გადაუდებელ დახმარებაში, კარდიოქირურგიაში, ნეიროქირურგიაში, სხვაგან და ეს ახალგაზრდა ქალბატონი რამდენ ფრონტზე იბრძვის და უკვე რამდენს მიაღწია. წინა მინისტრების დროს არ მახსოვს, რომ ასე მოკლე დროში ამდენი რამე გაკეთებულიყო და კარგი, რა! იმიტომ, რომ სასწრაფომ ორი საათი დაიგვიანა, ან იმიტომ, რომ ვიღაცის ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება, რაც მთელ მსოფლიოში ასეა და ბევრად ფართო მასშტაბით, ამისთვის მინისტრზე ასეთი ორკესტრირებული შეტევა როგორ შეიძლება?!“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი