თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყო 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და მას უკვე გაეგზავნა როგორც მთავრობის პოზიციები და შეპასუხება, ისე განმცხადებლების პასუხი მთავრობის პოზიციებზე. მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით ბოლო შეპასუხება ევროპულ სასამართლოში EMC-იმ 21 ნოემბერს გააგზავნა” – ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული.

EMC-მა განაცხადი ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს გააგზავნა. 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლო უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. პანდემიის გამო პროცესის გადავადების გამო, მთავრობის პოზიციები ჩვენ 2020 წლის 1 სექტემბერს გვეცნობა. 2021 წლის 21 ნოემბერს EMC-იმ მთავრობის პოზიციებსა და პასუხებს უპასუხა და მისი წერილობითი დასაბუთება ევროპულ სასამართლოში წარადგინა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა – ვახა მაჩალიკაშვილი, დედა – მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და – ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია ელენე მაჩალიკაშვილი დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე” – ნათქვამია განცხადებაში.

EMC მთავრობის პოზიციებსა და მათზე ორგანიზაციის შეპასუხების დოკუმენტებსაც ავრცელებს. 

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი