თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ავტორი: კატო მალანია

თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ რუისპირში მოხდა.

27 წლის ახალგაზრდა ავტომობილით თავდაპირველად ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა ამოტრიალდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი