თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცია. ავარიის შედეგად ასევე დააშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ფორდ ტრანზიტი“ შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი