თეთრიწყაროში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 87 წლის ქალი, რომელიც სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ქმარმა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.