თბილისში 2 ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

თბილისში კლდიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს,-ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ჭრილობები სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი