თბილისში კორონავირუსის 670, აჭარაში – 118, იმერეთში კი 257 შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: ნანა წულაია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთი – 257, ქვემო ქართლი – 106, შიდა ქართლი – 107, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 223 695-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 916, აჭარაში – 353, იმერეთში – 732. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 87, იმერეთში – 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 – თბილისში, 455 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 4 436 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 159, აჭარაში – 47, ხოლო იმერეთში – 64.

სულ 6 ოქტომბრიდან – 6 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 290 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 404 პირი, აჭარაში – 2 052, იმერეთში – 2 473.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი