თბილისში კორონავირუსის 1 602, აჭარაში 447, იმერეთში კი 772 შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: ნანა წულაია

კორონავირუსით ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 856 კი გამოჯანმრთელდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშიის მიხედვით, კორონავირუსით 24 საათის განმავლობაში 49 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი