თბილისში აფხაზეთის მთავრობამ აფხაზეთიდან დევნილ შშმ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

თბილისში აფხაზეთის მთავრობამ აფხაზეთიდან დევნილ შშმ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური მთავრობა ავრცელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით დღეს თბილისში აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

“COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილზე მივიდა, შშმ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და თოვლის ბაბუასთან ერთად სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.”- ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი