თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის კიდევ 2.7 მილიონ ლარს დახარჯავს

ავტორი: ლევან არჩუაძე

დედაქალაქის ბიუჯეტის 261 მილიონი ლარით შემცირების ფონზე, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებებზე 2.7 ლარი დაიხარჯება. აქედან 300 ათას ლარზე მეტი, მხოლოდ ფეიერვერკებს და კონცერტების დიდ ეკრანზე გაშვებას მოხმარდება. – აღნიშნულ მონაცემებს “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“თბილისი მერიამ გამოაცხადა  2 700 000 ლარის 13 ტენდერი ღირებულების, რომელიც ემსახურება 2021 წელს გამასამართი კონცერტებისთვის სხვადასხვა მომსახურების შესყიდვას, მათ შორის 22 წლის საახალწლო კონცერტივსთის მომსახურება შეისყიდა. ეს ყველაფერი ხდება იმ პორობებში, როცა თბილისი ბიუჯეტი ამ წელს 200 მილიონზე მეტით მცირდება, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკლდება დიდი თანხა, ადამიანები უმუშევრები რჩებიან, თუმცა იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები”, – განაცხადა “ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარმა, დავით მჟავანაძემ.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს კონცერტზე დასწრების უფლება არ ექნებათ და მისი ყურება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იქნება შესაძლებელი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი