თბილისის მერიასთან აქციის მონაწილეები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ

ავტორი: ნანა წულაია

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა ხაბეიშვილს აქციის დატოვება მოსთოვეს. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს შემდეგი სიტყვებით -„თქვენი დრო წავიდა“ მიმართეს და სიტყვიერი შეურაცყოფაც მიაყენეს.

ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ ის ყველას უფლებას დაიცავს.

„ადგილობრივები აგერ არიან. მე ამ ადამიანების ინტერესები მაინტერესებს, ვისაც ფეხით გადაუარეს გუშინ. დავიცავ ამათ უფლებას, მოეწონება თუ არა ვინმეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას  აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული შენობა-ნაგებობების მეპატრონეები და ახალგაზრდების ჯგუფი მართავს.

აქციის მონაწილეები გუშინ დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას და მიწების დაკანონებას ითხოვენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი