თბილისის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, გრძელდება დევნილთა COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.- ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობის ნებაყოფლობითი,  ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია თბილისის ზღვის და ბაგების სტუდქალაქისდევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთი“-ს და დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები მონაწილეობდნენ.

“სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის მართვის შესახებ რეკომენდაციები გააცნეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები,  პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცეს.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში თბილისის კომპაქტურ ჩასახლებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთამინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება”- ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი