“თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ”– ეკატერინე ტიკარაძე

ავტორი: სალომე ბაჯაძე

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან სწორედ ახლა არის ის დრო, როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს“– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძე ასევე გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებას, რომელმაც თქვა: “ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში წავიდეს“.

“შეიძლება საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყოს, მაგრამ მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა”,– აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი