ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი გამოცხადდება.
პარალელურად, ცესკოსთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები საპროტესტო აქცის მართავენ. ისინი შედეგებს არ აღიარებენ და არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ.