თამარ გაბუნია – შობის დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, რაც რისკის მატარებელია

“შობის დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, რაც რისკის მატარებელია”, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოსახლეობას სიფრთხილისა და სტუმრიანობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ უწყებამ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება შესთავაზა.

„შობის დღესასწაულზე იცით, რომ კიდევ ერთი დაანონსებული შეზღუდვის მოხსნა იქნება 6 დეკემბრის ღამეს. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ. უკვე რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი. თუ ოდნავ მაინც საეჭვო შემთხვევაა, უნდა მოხდეს მისი დროული მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა მსახურებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ეს არის ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ტარდება და რამდენიმე კვირაა ეს პროცესი დაწყებულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი