თამარ გაბუნია – როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება, შეგვიძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ

ავტორი: ნანა წულაია

„მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, თუ რისი საშუალება გვაქვს პირველ თებერვალს“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. მისი თქმით, მომდევნო ორი კვირის მონაცემები საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

„უნდა დაველოდოთ სტაბილიზაციას და ეპიდემიური სურათის გაუმჯობესებას, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ. ჯერჯერობით, ამ პროცესის მიმდინარეობა არის კარგი, დადებითი ტენდენციები აღინიშნება, რადგან დადებითობის მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით, დღესაც შემცირდა. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, თუ რისი საშუალება გვაქვს პირველ თებერვალს და ამის მიხედვით მოხდება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება. კარგია ის, რომ მატება არ გვაქვს ანუ დეკემბერში შეზღუდვების შემსუბუქება საკმარისად უსაფრთხო აღმოჩნდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი