თამარ გაბუნია – კორონავირუსის გავრცელება არის ისევ საკმაოდ აქტიური

ავტორი: ნანა წულაია

კორონავირუსის გავრცელება არის ისევ საკმაოდ აქტიური, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, დადებითობის მაჩვენებელი არის 11% და მეტი, როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება საკმაოდ ინტენსიურია.

„შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიწევს კიდევ დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. 1800 შემთხვევა დღეს, 2000-ზე მეტი გუშინ მიუთითებს იმას, რომ გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ჯერჯერობით არ გვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. კი განახევრდა ამ შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს იმას, თუ რამდენი ადამიანი ვლინდება კოვიდით, როცა ხდება პირების გამოკვლევა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და შეიძლება, უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე დღეს ჩვენ ტესტირების შედეგად ვავლენთ. ამდენად ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა“, – განაცხადა გაბუნიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი