“ზურას გარშემო რა ხდება, კაცმა არ არის”- მეგრელიშვილი

“ზურას გარშემო რა ხდება, კაცმა არ არის” – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ფეიქსბუქის” დახურულ ჯგუფში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას ზურა ჯაფარიძესთან კონფლიქტი მანამდეც ჰქონდა.

„ერთხელ სამსახურში მაგარი ვიჩხუბე თანამშრომლებთან ცილისწამების გამო, რომლის მეორე დღეს ზურა მოვიდა და მითხრა, საერთოდ არ დაგეკონტაქტებიო, ყველაფერს ვაკეთებ უშენოდო. გადავწყვიტე, რომ გამაგდებდა ეს კაცი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავჩერებულიყავი და მთელი ეს წელი საერთოდ ხმა არ ამომიღია. რა ნარატივი მიმდინარეობს ახლა… ნარატივი არის ასეთი, რომ იმ 55 000 ხმიდან, რაც „გირჩმა“ აიღო, 50 000 ხმა ზურას მოტანილია და იმის გამო, რომ 50 000 ხმა ზურას მოტანილია, თქვენ საერთოდ ვინ ჩემი ფეხები ხართ, ვის დაჰკარგვიხართ, ხმას რატომ იღებთ საერთოდო? ამის სჯერათ და ამაში ზურას არწმუნებს მისი უშუალო გარემოცვა, რომელთანაც ურთიერთობის პრობლემის გამო დიდი ხანია იზოლაცია გვაქვს.“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ “გირჩის” ლიდერის ზურა ჯაფარიძის თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, იგი “გირჩის” დატოვებას არ აპირებს. “რუსთავი2”-ის ეთერში მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, გაკეთდეს ფრაქცია პარტიის შიგნით, ან “გირჩი 2″, თუმცა ამაზე საუბარია საჭირო.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი