“ზოგი თანამდებობიდან მიდის, ზოგი მოდის” – გია ვოლსკი ნათია მეზვრიშვილის გადაწყვეტილებაზე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“წავიდა. ადამიანები ვართ. ახლა ის სხვა სამუშაოზე გადავა და ვნახავთ ცოტახანში. ცხოვრობენ ადამიანები ამ ქვეყანაზე, იღებენ გადაწყვეტილებებს , ზოგი თანამდებობდან მიდის, ზოგი მოდის, ზოგიც კერძო სექტორიში გადადის. გიორგი გახარიას გარშემო, ჩვენს გარშემო ერთი გუნდია, საკმაოდ ძლიერი და კარგი ფიგურები არსებობენ. თავად ნათია მეზვრიშვილი კარგი მუშაკი იყო, ყოველთვის გამორჩეული თავისი პრინციპულობით” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერი, გია ვოსლკი ნათია მეზვრიშვილის თანამდებობიდან წასვლას.

ცნობისთის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, განსაკუთრებით კი გიორგი გახარიას, რომელმაც მისივე თქმით, სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამოუცხადა და ბევრი კარგი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

ნათია მეზვრიშვილი პრემიერის აპარატის უფროსად 2019 წელს დაინიშნა, მანამდე კი შსს-ს მინისტრის მოადგილე იყო.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი