ზვიად ძიძიგური – 4-5 თვეში გაირკვევა, შეუძლია თუ არა “ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ გამოწვევებს 4-5 წელი გაუძლოს

ზვიად ძიძიგურის თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები იქნება გადამწყვეტი “ქართული ოცნებისთვის. “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა აღნიშნა, რომ 4-5 თვეში გამოჩნდება, რამდენად შეძლებს მმართველი პარტია 4-5 წლით პოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავებას.

„მეორედ წასვლა უფრო რეალური ჩანს, ვიდრე პირველი წასვლა. ამ შემთხვევაში, მმართველობაში, თუნდაც, ნაწილობრივ ჩართულობა გამოიწვევს სერიოზულ პოლიტიკურ სკანდალს, რადგან საქართველოს პოლიტიკური სივრცე არის პატარა და გამჭვირვალე. ყველამ იცის ყოველთვის რა ხდება, როგორ ხდება და ა.შ. თუნდაც, ის რომ ბიძინა პოლიტიკიდან ივანიშვილი მიდიოდა, პოლიტიკური და ჟურნალისტური წრეებისთვის ჯერ კიდევ დეკემბერში ცნობილი იყო. ვფიქრობ, რომ ახლა ეს წასვლა გაცილებით რეალური სიტუაციაა. ეს დიდი გამოწვევაა მისი პარტიისთვის. ყველა შეკრებილია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო. ვერცერთი სახელი და გვარი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოშია და აქტიური პოლიტიკური ფიგურები არიან, ივანიშვილი ვერ ჩაანაცვლებს. მმართველი გუნდი ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. მმართველი პარტიის დასუსტება აუცილებლად გამოიწვევს სხვა პოლიტიკური ძალების გაძლიერებას, რადგან არც პოლიტიკაში და არც სხვაგან სადმე, რაიმე ტყუილად არსად იკარგება“, – განაცხადა ძიძიგურმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი