ზვიად შალამბერიძემ ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შამაბერიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღე “ფეისბუქის” საშუალებით მიულოცა.

“4 იანვარი კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა, შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ მის ღვაწლზე ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცების საქმეში, ისევე, როგორც მის სამაგალითო მოღვაწეობაზე, თავმდაბლობასა და სულგრძელობაზე, მაგრამ ვფიქრობ, სრული სიზუსტით გაგვიჭირდება ალბათ, იმის გადმოცემა, რასაც პატრიარქი წარმოადგენს ჩვენი ერისთვის. ბედნიერი ვართ, რომ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ქვეყანას ასეთი სულიერი მამა და წინამძღოლი ჰყავს.

ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 88 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას, მხნეობას, კეთილდღეობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ერის და ბერის საიმედოდ. ამ წლების მანძილზე საქართველომ არაერთხელ იგრძნო მისი იმედიანი სიტყვის ძალა, მისი ლოცვის მადლი და მინდა, ვისურვო, რომ ეს ბედნიერება კიდევ დიდხანს არ მოშლოდეს ჩვენ ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს”- ნათქვამია მილოცვაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი