“ზამთრის კურორტი, ისევე როგორც ზაფხულის კურორტი, არის დიდი მობილობის გენერატორი”– თურნავა

“ზამთრის კურორტი, ისევე როგორც ზაფხულის კურორტი, არის დიდი მობილობის გენერატორი. ამ თვალსაზრისით, შეზღუდვები არსებობს რამდენად მოვახერხებთ ამ პირობებში სრულფასოვნად ვამოქმედოთ ეს კურორტები.” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არ იგეგმება “ლოკდაუნი“, თუმცა აუცილებელია მცირეოდენი შეზღუდვები, რომლებიც ხელს შეუშლის ვირუსის გავცელებას.

“ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თქვენ იცით, რომ მასშტაბურ “ლოკდაუნს” ქვეყანაში არ ვაპირებთ, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია და ვმართოთ ეპიდემიის თუნდაც ასეთი გაზრდილი გამოვლინებები. ამავდროულად ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით, შევინარჩუნოთ და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვისაც ცნობილი გახდება. ჩვენთვის პრიორიტეტი არის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.” – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა გვპირდება,რომ ვაქცინის მასშტაბური წარმოება მიმდინარეობს და მალე მზად იქნება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი