ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ 2 თვით პატიმრობაში დატოვა

ავტორი: თიკო ტეფნაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ  პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა.

ცნობისთვის, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთასა და ე.წ. „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი