ზაალ უდუმაშვილი – შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნებია საჭირო

ავტორი: კატო მალანია

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა  ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ იმ საკითხზე მსჯელობას აპირებს რიგგარეშე იქნება არჩევნები, ხელახალი, თუ ვადამდელი.

„უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისგან ველოდებით ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ოპოზიცია ვერ დანიშნავს ახალ ან ვადამდელ არჩევნებს, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნებია საჭირო, ეს რიგგარეშე იქნება, ვადამდელი თუ ხელახალი, ამ საკითხზე კი ბატონო, ვიმსჯელოთ“,- აღნიშნა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველა წინადადება უნდა ეხებოდეს ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას, რადგან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

გარდა ამისა, უდუმაშვილმა გერმანიის ელჩის განცხადებაც შეაფასა, რომელიც მიიჩნევს, რომ „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს“.

„ვეთანხმებით, რომ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ახლა ყოველ დღეს და საათს მნიშვნელობა აქვს. იმედია, რომ ხელისუფლება აცნობიერებს ამ გზავნილს, რადგან ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს“.

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ – „შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“, არამედ ახლა უნდა იმუშაოს ყველამ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს“,- განაცხადა ელჩმა.

ჰუბერტ ქნირში ფიქრობს, რომ ძალიან კარგია ის მოლაპარაკებები, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორების ჩართულობით ტარდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი