“ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე, არ მოიმარაგეს კოვიდ საწოლები, არ მოხდა დაყოფა სამედიცინო დაწესებულებების”– გიგა ბოკერია

ავტორი: სალომე ბაჯაძე

“ყველა კრიტიკულ ვითარებაში, რაც კი გვქონია ამ წლების განმავლობაში და ახლაც, მათ აქვთ ერთადერთი პასუხი, ისინი ხელს ოპონენტებისა და სხვა გარემოებებისაკენ იშვერენ.იმიტომ, რომ ნულოვანი განცდა ჰქონდათ საკუთარი პასუხისმგებლობის.როცა ვირუსის გავრცელების პროცენტულობა დაბალი იყო, სეზონისა და სხვა ფაქტორების გამო, ჩაკეტეს გაუაზრებლად და დამანგრევლად, არ გამოიყენეს მოსამზადებლად, კოვიდ საწოლები არ მოიმარაგეს, არ მოხდა დაყოფა სამედიცინო დაწესებულებების კოვიდ და არაკოვიდ დაწესებულებებად, “ცხელი ხაზი” არ მოამზადეს დიდი დატვირთვისთვის, აღარ გავაგრძელებ, უამრავი ასეთი ჩამონათვალია და დღეს ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე”– ამასთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე , რომლის მიხედვითაც დღეს ქვეყანაში არსებული კორონავირუსის გავრცელების  დინამიკა, საპროტესტო აქციებს უკავშირდება, კომენტარი გააკეთა.

“რა შუაშია აქციები მომზადებასთან მეორე ტალღისთვის, არაფერ შუაშია, მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის, ამ ოლიგარქის, მისი პოლიტიკური არარაობების და „კლოუნების“ გარემოცვის, რომ საერთოდ არანაირი განცდა არ აქვთ იმის, რომ ხალხს უთხრან რა ხედვა აქვთ, რას აკეთებენ, მხოლოდ ტალახის სროლა სხვისკენ”,- აღნიშნა ბოკერიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი