“ვმუშაობთ, რომ ვაქცინაციის დაწყების პროცესს მომზადებულები შევხვდეთ“ – დიმიტრი ხუნდაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვან მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, რათა ვაქცინის დროული შემოტანის შედეგად, ვაქცინაციის დაწყების პროცესს მომზადებულები შევხვდეთ“ – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიის სამართავად მთავრობამ ინტენსიური ტესტირება დაიწყო, რაც ინფიცირებულთა დროულად გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას გულისხმობს.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს, რისი მაგალითიც ინტენსიური ტესტირების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც, მხოლოდ სახელმწიფო დღეში 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც კერძო სექტორის სერვისებიც ემატება. ამასთან ერთად, ინფიცირებულთა გამოვლენის შემდეგ ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, რათა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საჭიროების მიხედვით ისარგებლონ შესაბამისი სერვისებით, იქნება ეს კოვიდ სასტუმროებში განთავსება, თუ ჰოსპიტალიზაცია” – განაცხადა ხუნდაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი