ვლადიმერ პუტინი ხვალ ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

ავტორი: ნანა წულაია

მოსკოვში 11 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება.

კრემლის სპეცსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხი და მომდევნო ნაბიჯები განიხილება, რომლებიც რეგიონში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად უნდა გადაიდგას.

განსაკუთრებული ყურადღების დათმობა იგეგმება იმ საკითხებისადმი, რომლებიც ომით დაზარალებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის დახმარებას ითვალისწინებს, ასევე დაბლოკილი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენის საკითხებს.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი ცალ-ცალკე შეხვდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი